კვერცხის გულები და შაქრის ნახევარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, ხოლო დარჩენილი შაქრით და ცილით ათქვიფეთ ბეზე. ერთმანეთს შეურიეთ დაფქული ნიგოზი, ფქვილი და გახეხილი შოკოლადი. ბეზე შეურიეთ ათქვეფილ გულებს, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. აურიეთ და გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ 24 სმ დიამეტრის (ან 40*30 სმ ოთხკუთხა) ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. გაცივების შემდეგ ბისკვიტი გაჭერით 3-4 ფირფიტად.კრემი:ათქვიფეთ სქელი არაჟანი ცოტაოდენ ალკოჰოლთან და შესქელებულ რძეთან ერთად. გამოყენებამდე გააცივეთ მაცივარში. არაჟნის ნაცვლად შეიძლება მოამზადოთ ნაღების კრემი.წაუსვით კრემი ფორფიტებს, ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.