ნიგოზი, ნიორი, ქინძის ნაწილი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ. დაამატეთ ხმელი სუნელი, ცოტა წყალი და ძმარი. კარგად აურიეთ, რომ თხელი არაჟნის სისქის სოუსი მიიღოთ. ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაამატეთ უცხო სუნელი, დაჭრილი ქინძი და ბრინჯი. ამ შიგთავსით ამოავსეთ გასუფთავებული წიწაკა. ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი და მოშუშეთ ფარშირებული წიწაკები 15 წუთის განმავლობაში, თავდახურული, დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება.შემდეგ დაასხით სოუსი და განაგრძეთ შუშვა კიდევ 5-10 წთის განმავლობაში.