ფარშირებული წიწაკა ნიგვზიანი სოუსით
ფარშირებული წიწაკა ნიგვზიანი სოუსით
დრო 60წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 4-6 ცალი
  • მოხარშული ბრინჯი - 4-5 ს.კ
  • ნიორი - 5 კბილი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიგოზი - 100-130 გ
  • ქინძი - 30 გ
  • ძმარი - 2 ს.კ
  • ზეთი - 2 ს.კ
  • უცხო სუნელი - 1 ჩ.კ (ნახევარი სოუსში, ნახევარი გულსართში)
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ნიგოზი, ნიორი, ქინძის ნაწილი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ. დაამატეთ ხმელი სუნელი, ცოტა წყალი და ძმარი. კარგად აურიეთ, რომ თხელი  არაჟნის სისქის სოუსი მიიღოთ. 

ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაამატეთ უცხო სუნელი, დაჭრილი ქინძი და ბრინჯი. ამ შიგთავსით ამოავსეთ გასუფთავებული წიწაკა. 
ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი და მოშუშეთ ფარშირებული წიწაკები 15 წუთის განმავლობაში, თავდახურული, დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება.

შემდეგ დაასხით სოუსი და განაგრძეთ შუშვა კიდევ 5-10 წთის განმავლობაში.
ტეგები:
წიწაკა ბრინჯი სტაფილო ნიგოზი ნანახია: 17589