ხაჭოს მობრაწულა - დაუთმეთ 10 წუთი იდეალური დესერტის მომზადებას!
ხაჭოს მობრაწულა - დაუთმეთ 10 წუთი იდეალური დესერტის მომზადებას!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ხაჭოს უგემრიელესი დესერტისთვის ინგრედიენტების მომზადება მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ. შემდეგ უბრალოდ ღუმელში შედგით და დაელოდეთ შედეგს.

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 500 გ
  • შაქარი - 5 ს.კ
  • კვერცხი - 4
  • არაჟანი - 2 ს.კ
  • სახამებელი - 2 ს.კ
  • ვანილი
  • ქიშმიში
მომზადების წესები
ხაჭო, კვერცხის გული, შაქარი, არაჟანი, სახამებელი და ვანილი ერთად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მიღებული ბეზე შეურიეთ ხაჭოს. დაამატეთ ქიშმიში.

საშუალო ზომის ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ხაჭო. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 30-40 წუთი.
თუ ამ დესერტს საღამოს გამოაცხობთ, დილით არაჩვეულებრივი საუზმე გექნებათ!
ტეგები:
ხაჭო ნანახია: 50815