სამარხვო ნამცხვარი შოკოლადით და თაფლით
სამარხვო ნამცხვარი შოკოლადით და თაფლით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1.5-2 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • თაფლი - 1/2 ჭიქა
  • წყალი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 3 ს.კ
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1/4 ჩ.კ
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, თაფლი და წყალი. გაათბეთ, რათა შაქარი გადნეს. დაამატეთ ფქვილი, სოდა, ზეთი, კაკაო, სუნელები და კარგად აურიეთ.  გადაიტანეთ ცომი ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ ცხიმს და მოაყრით ფქვილს. გამოაცხვეთ დაახლოებით 30-40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.  მზა ნამცხვარი აუცილებლად ბოლომდე გააციეთ და მხოლოდ შემდეგ გაჭერით, თორემ დაიზეპება. წაუსვით ფენებს ჯემი ან მურაბა. 
სურვილის შემთხვევაში, ცომს შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში, ნიგოზი ან ცუკატები.
ტეგები:
ნამცხვარი კაკაო თაფლი ნანახია: 19024