ბოსტნეულის რაგუ - უგემრიელესი სამარხვო კერძი
ბოსტნეულის რაგუ - უგემრიელესი სამარხვო კერძი
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 1 ცალი
  • ბადრიჯანი - 1 ცალი
  • ყაბაყი - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიახურის ბოლქვი - 100 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • თეთრი ლობიო - 100 გ (მოხარშული ან კონსერვირებული)
  • მუხუდო (თურქული ბარდა) - 100 გ
  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 200 გ
  • რეჰანი
  • პიტნა
  • ნიორი - 3 კბილი
  • ჩილი წიწაკა
  • მარილი
მომზადების წესები
წინასწარ მოხარშეთ ლობიო და მუხუდო, ან გამოიყენეთ კონსერვირებული.
კუბებად დაჭერით ყაბაყი, სტაფილო, ბადრიჯანი, წიწაკა და ნიახურის ბოლქვი. წვრილად დაჭერით ხახვი.

ტაფაზე, ცხელ ზეთში, მაღალ ცეცხლზე ჯერ ნიახურის ბოლქვი და სტაფილო მოშუშეთ, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული.

სანამ იშუშება, დაჭერით ნიორი, მწვანილი, ჩილი წიწაკა.

ბოსტნეულს ტაფაზე დაამატეთ ლობიო, მუხუდო, ბულიონი ან წყალი, დააფარეთ, ცეცხლს დაუწიეთ  და კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ. შემდეგ გადმოდგით, დაამატეთ მწვანილი, ნიორი, წიწაკა, მარილი და კარგად ამოურიეთ.