სამარხვო ხარჩო
სამარხვო ხარჩო
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 2 ცალი
  • ტომატ-პასტა - 50 გ
  • ხახვი - 2-4 თავი
  • ნიორი - 3 კბილი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ნიგოზი - 1/2 ჭიქა
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი და პილპილი
  • ხმელი სუნელი - 1 ჩ.კ
  • ბრინჯი - 1/3 ჭიქა
  • ქინძი
მომზადების წესები
ზეთში მოშუშეთ ხახვი. დაამატეთ ტომატ-პასტა და კიდევ მოშუშეთ ცოტა ხანს, შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო, გატარებული ნიგოზი, დაფნა, ხმელი სუნელი და კიდევ ცოტა ხანს შუშეთ. დაამატეთ ბრინჯი და დაჭრილი კარტოფილი, დაასხით მსუღარე წყალი და მოხარშეთ.

მზა წვნიანს დაამატეთ დაჭრილი ქინძი, ნიორი, მარილი და პილპილი.
ტეგები:
კარტოფილი ბრინჯი ნიგოზი ხარჩო ნანახია: 18969