კარტოფილის რულეტი სოკოთი
კარტოფილის რულეტი სოკოთი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 10 ცალი
  • სოკო - 500 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • პამიდორი - 3-5 ცალი (შეგიძლიათ მოაკლოთ)
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
მომზადების წესები
კარტოფილი გათალეთ, მოხარშეთ, გადაწურეთ და დაჭყლიტეთ. დაამატეთ მარილი.

დაჭრილი სოკო და ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და მაღალ ცეცხლზე ცოტა ხანს შუშეთ, სანამ სითხეს დაიშრობს. დაამატეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ სოკოთიც.

კარტოფილის პიურე ცხიმწასმულ ქაღალდზე გაშალეთ, ზემოდან მოათავსეთ სოკო და ქაღალდის დახმარებით გადაახვიეთ რულეტივით. ზემოდან გადაუსვით სამარხვო მაიონეზი და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.

არასამარხვო ვარიანტში შეგიძლიათ ზემოდან ყველიც მოაყაროთ.
ტეგები:
კარტოფილი სოკო პამიდორი რულეტი ნანახია: 10607