შეურიეთ ფარში, წვრილად დაჭრილი ხახვი, ტომატ-პასტა, სუნელები და კარგად დაზილეთ. შეინახეთ ფარში მაცივარში მინიმუმ 1 საათი. მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ ფარშის მეოთხედი მოგრძო ძეხვის ფორმით. ამოავლეთ ფქვილში.შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში ყველა მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.ცხელი ქაბაბი გაახვიეთ ლავაშში ცოტაოდენ კოწახურთან და ხახვთან ერთად. უხდება ბროწეულის მარცვლებიც.