ლულა ქაბაბი ლავაშში
ლულა ქაბაბი ლავაშში
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლავაში - 4 ცალი
  • ფარში - 600 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი და პილპილი
  • კოწახური - 1 ს.კ
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • ფქვილი
მომზადების წესები
შეურიეთ ფარში, წვრილად დაჭრილი ხახვი, ტომატ-პასტა, სუნელები და კარგად დაზილეთ. შეინახეთ ფარში მაცივარში მინიმუმ 1 საათი. 

მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ ფარშის მეოთხედი მოგრძო ძეხვის ფორმით. ამოავლეთ ფქვილში.

შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში ყველა მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

ცხელი ქაბაბი გაახვიეთ ლავაშში ცოტაოდენ კოწახურთან და ხახვთან ერთად. უხდება ბროწეულის მარცვლებიც.
ტეგები:
ფარში ხორცი ქაბაბი ნანახია: 29763