შავი შოკოლადის და ჟოლოს ტორტი
შავი შოკოლადის და ჟოლოს ტორტი
დრო 120წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 6
  • შაქარი - 180 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • კაკაო - 30 გ
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • ნაღები 35 % - 100 გ
  • ჟოლოს მურაბა - 150 გ
მომზადების წესები
კვერცხებს შეურიეთ შაქარი, დადგით ორთქლის აბაზანაზე და გაათბეთ, შემდეგ გადმოიღეთ და თქვიფეთ მიქსერით სანამ არ გაცივდება. შეურიეთ ფქვილი, სოდა და კაკაო. წაუსვით ცხიმი 24 სმ დიამეტრის ფორმას და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და კარგად აურიეთ. მიღებული განაში შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

გაციებული ბისკვიტი შუაზე გაჭერით და წაუსვით ჟოლოს ჯემი ან მურაბა. თუ ჯემი სქელია, ცოტა შეათბეთ, რომ გათხელდეს.

ზემოდან წაუსვით შოკოლადის განაში და რამდენიმე საათი მაცივარში გაჩერეთ.
ტეგები:
ტორტი შოკოლადი ჟოლო ნანახია: 10510