გულები ავთქვიფთ კარგად 4 ს.კ. მდუღარე წყალთან ერთად, რომელშიც გახსნილია ყავა. შემდეგ დავამატოთ შაქარი და კიდევ კარგად ავთქვიფოთ. ამის შემდეგ დავუმატოთ დარბილებული კარაქი და არაჟანი. ბოლოს შევურიოთ გაცრილი ფქვილი, რომელშიც წინასწარ შერეულია სოდა. ცომი შევინახოთ მაცივარში 3-4 საათით. ამასობაში გავაკეთოთ კრემი: ავურიოთ არაჟანი, კვერცხი, ფქვილი, შაქარი და ცოტა წყალში გახსნილი ყავა. მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე . განუწყვეტლივი მორევით ავადუღოთ კრემი . გასქელების შემდეგ გადმოვდგათ და გავაცივოთ. შევათქვიფოთ კარაქი. ცომი გაციების შემდეგ გამოვიღოთ და გავყოთ 5 ნაწილად. თითო ნაწილი გავაბრტყელოთ 26 სმ დიამეტრზე და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე. ამ ფირფიტებს წავუსვათ კრემი და მოვრთოთ როგორც გვინდა.