დრო
40წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- სოკო - 400 გ
- თეთრი ლობიო - 200 გ
- გრძელი ბრინჯი - 240 გ
- ყაბაყი - 1 ცალი
- კარის ფხვნილი (curry) - 1 ჩ.კ
- მარილი და პილპილი
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები
დაჭრილი სოკო და ყაბაყი დაბრაწეთ ტაფაში, ზეითუნის ზეთში. დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი, მარილი, პილპილი კარი და აურიეთ. შემდეგ დაასხით იმდენი წყალი, რომ 1 სმ-ით დაფაროს ბრინჯი. წამოადუღეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სითხეს არ დაიშრობს. შემდეგ დაამატეთ კონსერვირებული ან წინასწარ მოხარშული ლობიო და კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ.
მზა კერძს მირთმევის წინ მოასხურეთ ლიმონის წვენი.