კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, გაჭერით შუაზე. წაუსვით ზეთი, გაახვიეთ ფოლგაში თითოეული მათგანი და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე. პარალელურად , მოწალეთ ისპანახის ფოთლები, გაწურეთ, დაკეპეთ და შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი, ნიორი. დარბილებულ კარტოფილს ამოუღეთ გული, დაჭყლიტეთ და გადაურიეთ ისპანახს. შემდეგ ამოავსეთ ამ ფარშით კარტოფილები. შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთი