ლიმონს გავაცალოთ ცედრა, ნუში დავფქვათ. შაქარი, კვერცხი, ლიმონის ცედრა, რომი, ნუში და რძე ერთმანეთში ავურიოთ (არ ავთქვიფოთ!), სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი გავაბრტყელოთ და მრგვალი ფორმით ამოვჭრათ. თითოეული წრე ჩავაფინოთ ტარტალეტის ფორმებში, ოღონდ ხელით არ გავაბრტყელოთ. ფორმებში მოთავსებული ცომი ჩანგლით დავჩხვლიტოთ. თითოეულში მოვათავსოთ ნუშის გულსართი. შევდგათ წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება.