გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, 1.5 ჭიქა შაქარი, სოდა, მწიკვი მარილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, ზეთი და კეფირი. შემდეგ შურიეთ მშრალი ინგრედიენტები. შემდეგ დაამატეთ ქიშმიში. ცალკე შეურიეთ ერთმანეთს დარჩენილი შაქარი და დარიჩინი. კექსის ფორმას წაუსვით ცხიმი. გადაიტანეთ ცომის ნაწილი ფორმაში, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი. შემდეგ ისევ ცომი, შემდეგ კვლავ დარიჩინი და ასე გაიმეორეთ ფენები რამდენჯერმე. დანის წვერით ან ჩხირით დახაზეთ ფიგურები ცომზე, რომ ტალღოვანი, შერეული სტრუქტურა მიიღთ. გამოაცხვეთ დაახლეობით 40-50 წუთი.