სტაფილო დაჭერით ჩხირებივით, ხახვი სასურველ ზომაზე და ორივე ერთად მოშუშეთ ღრმა ქვაბში, ცხელ ზეთში. შემდეგ დაამატეთ სუნელები, კარგად აურიეთ, დაამატეთ გარეცხილი ბრინჯი, მარილი, პილპილი და დაჭრილი ქლიავის ჩირი. დაასხით წყალი, წამოადუღეთ, დააფარეთ თავზე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 20 წუთში ჩაამატეთ გარეცხილი ნივრის მთლიანი თავი. სითხის დაშრობის შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და დატოვეთ ფლავი თავდახურული 10-15 წუთის განმავლობაში, რათა ნივრის არომატი კარგად გაიხსნას.