ხახვი დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო, სოიოს სოუსი და განაგრძეთ შუშვა. დაამატეთ 250 მლ წყალი და წამოადუღეთ, ხარშეთ რამდენიმე წუთი. ფქვილი გახსენით ცოტაოდენ ცივ წყალში და დაამატეთ სოკოს. ასევე დაამატეთ მარილი, პილპილი და დაფნა. ხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთი შესქელებამდე. თუ სოუსი სქელია, გაათხელეთ ცოტა წყლით, თუ თხელია, ფქვილი დაამატეთ. სურვილისამბერ დაამატეთ მწვანილი ან რომელიმე სუნელი.