წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ქვაბში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, 1 წუთში კი პომიდორიც. შუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გარეცხილი ბულგური, აურიეთ, დაასხით წყალი ან ბულიონი. წამოადუღეთ, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ დაახლოებით 20 წუთი.დაამატეთ დაჭრილი ისპანახი, კარგად აურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე ორიოდე წუთი, სანამ ისპანახი მოიწალება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ მარილი და პილპილი.ამ ფლავს მიირთმევენ კარამელიზებულ ხახვთან ერთად. ამისთვის ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი უნდა მოშუშოთ ზეითუნის ზეტში გაყავისფრებამდე, ბოლოს დაამატოთ ცოტაოდენი შაქარი და დარიჩინი. კარამელიზებული ხახვი დაადეთ ფლავს ზემოდან და მიირთვით 1 კოვზ მაწონთან ან მის გარეშე.