ლახანორიზო (λαχανόρυζο) - მარტივი ბერნული კერძი
ლახანორიზო (λαχανόρυζο) - მარტივი ბერნული კერძი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ტრადიციულად, ამ კერზს ამზადებენ ბრინჯით და ბოსტნეულით, ზეითუნის ზეთზე. მკაცრად ფიქსირებული რეცეპტი არ არსებობს და დასაშვებია ინგრედიენტების შეცვლა/დამატება/მოკლება სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • სასურველი მწვანილი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • პამიდორი - 2 ცალი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • კომბოსტო - 1 პატარა თავი
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონი
მომზადების წესები
ხახვი მოშუშეთ ზეტში. დაამატეთ დაჭრილი კომბოსტო და შუშეთ გარკვეული ხნის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, წიწაკა, სტაფილო და დაასხით 2 ჭიქა წყალი. წამოდუღების შემდეგ დაამატეთ ბრინჯი, მარილი, პილპილი და ხარშეთ სანამ სითხეს მთლიანად დაიშრობს. ზოგჯერ კერძს მეტ წყალს ამატებენ და წვნიანის სახეს აძლევენ.

მზა კერძს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და  მოასხურეთ ლიმონის წვენი.
ტეგები:
ბრინჯი კომბოსტო ბოსტნეული ნანახია: 13885