ბოსტნეულის და ოსპის რაგუ (სამარხვო)
ბოსტნეულის და ოსპის რაგუ (სამარხვო)
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • ტომატ-პასტა - 1 ჩ.კ
  • ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ
  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 600 მლ
  • ზეთი - 2 ს.კ
  • ოსპი - 100 გ
  • სტაფილო - 200 გ
  • კარტოფილი - 600 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 3 თავი
მომზადების წესები
ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და კუბებად დაჭერით ან გახეხეთ. კარტოფილი მსხვილ კუბებად დაჭერით. 
ქვაბში მოშუშეთ ნიორი და ხახვი. დაამატეთ სტაფილო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარტოფილი და ოსპი. შემდეგ დაამატეთ ტომატი, ბულიონი/წყალი, დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ 25-30 წუთის განამავლობაში. ბოლოს დაამატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი და დაჭრილი მწვანილი.

როცა სამარხვოდ არ ამზადებთ, თეფშზე გადმოღების შემდეგ შეგიძლიათ გახეხილი მაგარი ყველიც მოაყაროთ.
ტეგები:
სტაფილო ბოსტნეული ოსპი ნანახია: 7575