ქვაბში გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ სოკო. დაამატეთ პირშუშხა და მდოგვი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კიდევ რამდენიმე წუთს შუშეთ. დაამატეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, ნიორი, დაჭრილი კომბოსტო და შუშეთ სანამ მომზადდება. თუ საჭიროა, დაამატეთ ცოტა წყალი.ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი.