დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში. რძე გაათბეთ და გახსენით მასში შაქარი. ჟელატინს გადაუწურეთ ზედმეტი წყალი და შეურიეთ რძე. მოურიეთ რომ გადნეს. შემდეგ შეურიეთ ეს რძე ნაღებს, დაამატეთ ვანილი, ცედრა და შედგით 10 წუთი მაცივარში, რომ კრემი ცოტა გასქელდეს.ფორმის (22x18 სმ) ძირში მჭიდროდ დაალაგეთ ბისკვიტები და დაასხით კრემის ნახევარი. შემდეგ ისევ ბისკვიტები დაალაგეთ და კვლავ კრემი დაასხით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და შედგით მაცივარში 3-4 საათით, სანამ კრემი გამაგრდება.ჟენატინის გამაგრების შემდეგ ფორმას მოხსენით გვერდები და ტორტი ამოიღეთ. ალუბალი თუ გაყინულია, ნუ გაალღვობთ. დაამატეთ წყალი ან ალუბლის კომპოტის წვენი), სახამებელი და შაქარი. სახამებელი წინასწარ გახსენით წყალში ან წვენში. წამოადუღეთ, რომ შესქელდეს და გააციეთ. მოასხით ტორტს ზემოდან.პ.ს. ტორტის მომზადება შეიძლება ტრადიციული ბისკვიტითაც.