საშუალო ზომის ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, 100 გ შაქარი და ვანილი. შეათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ. შემდეგ შეურიეთ ფქვილი და სოდა. ბოლოს დაამატეთ გამდნარი შოკოლადი და კარგად ათქვიფეთ. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ 20 წუთი 175 გრადუსზე.ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში. ცალკე გადმოიღეთ 300 გ მარწყვი, აქედან 200 გ დაჭერით, 100 გრამი კი ბლენდერში პიურედ აქციეთ. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, მასკარპონე, მარწყვის პიურე, 50 გ შაქარი და 1 პაკეტი ვანილი. კარგად ათქვიფეთ. ჟელატინს ჯერ ზედმეტი წყალი გადაუწურეთ, შემდეგ გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. შეურიეთ ჟელატინს ჯერ 4 კოვზი კრემი, შემდეგ დაამატეთ კრემის მთლიან მასას. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ჟელატინიან კრემს. ბოლოს შეურიეთ დაჭრილი მარწყვი. გვერდებმოსახსნელ ფორმაში ჩადეთ ბისკვიტი, დაასხით კრემი შედგით მაცივარში გასაციებლად. სანამ კრემი შემაგრდება, 400 გ მარწყვი დაჭერით და მთლინად დაფარეთ ტორტის ზედაპირი, თან მსუბუქად დააწექით, რომ კრემში კარგად დამაგრდეს. შეაბრუნეთ ისევ მაცივარში. დანარჩენი მარწყვი ბლენდერში პიურედ აქციეთ და სუფრაზე მიტანამდე ცოტა ხნით ადრე, მოასხით ტორტს ზემოდან.