შვრიის რძე - სასარგებლო ალტერნატივა მარხვის დროს
შვრიის რძე - სასარგებლო ალტერნატივა მარხვის დროს
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მცენარეული რძე ცხოველურის კარგი ალტერნატივაა. ის ძალიან სასარგებლოა, ადვილად შესათვისებელი და გემრიელი. "რძის" მომზადება შეიძლება შვრიით, ნუშით, გოგრის თესლით... ყველა მათგანს თავისი დანიშნულება და სარგებელი აქვს.

შვრიის რძით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ძროხის რძე სხვადასხვა დესერტის რეცეპტში.

ინგრედიენტები

  • წყალი - 3 ჭიქა
  • შვრია - 1 ჭიქა
მომზადების წესები
შვრიის რძე ორგანიზმს ენერგიით ავსებს, რადგან მდიდარია ცილებით. მასში შემავალი უჯრედისი კი სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან ასუფთავებს. რძეს აქვს მარცვლეულის სასიამოვნო გემო. შეგიძლიათ დალიოთ ცალკე, ან შეურიეთ ხილი და ბლენდერში ათქვიფოთ - მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო კოქტეილს.
მოსამზადებლად გამოიყენეთ ისეთი შვრიის ფანტელი, რომელიც სწრაფი მომზადებისთვის არ არის განკუთვნილი და შედარებით უხეში მარცვლებია. პროპორცია უნდა იყოს 1:3, გამოდის დაახლოებით 300 მლ რძე.

1 ჭიქა შვრიას დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დაამატეთ ცოტა მარილი გემოვნებით და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ბლენდერში ათქვიფეთ მთლიანი მასა. გაწურეთ წვრილ საწურში ან მარლაში და მიირთვით. შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ თაფლი, დარიჩინი, ვანილი ან შაქარი. 

დარჩენილ შვრიის მასას ნუ გადაყრით - შესანიშნავი ნიღაბია სახისთვის. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ სამარხვო გუფთების, კატლეტების მასას.




ტეგები:
რძე შვრია ნანახია: 5484