რძის მოსამზადებლად გჭირდებათ ნუში და წყალი პროპორციით 1:2.ნუშს დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ რამდენიმე საათი ან მტელი ღამით. შემდეგ გადაწურეთ, დაასხით მდუღარე 5 წუთით, გადაწურეთ და კანი გააცალეთ. თუ კანგაცლილ ნუშს იყენებთ ეს ეტაპი გამოტოვეთ.გარჩეულ, დამბალ ნუშს დაასხით 2 ჭიქა წყალი და ბლენდერში კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთიან მასად არ იქცევა. გაწურეთ წვრილ საწურში ან მარლაში. უკეთესი გემოსთვის შეგიძლიათ ცოტა შაქარი/თაფლი, ვანილი დაამატოთ. გამოდის 250-300 მლ რძე.ნუშის ნარჩენებს ნუ გადაყრით - გააშრეთ ღუმელში და დაამატეთ ხრაშუნა ნამცხვრების ან კექსის ცომში (თუმცა გემო ნაკლებად მძაფრი ექნება). იგი ასევე შესანიშნავი შინაური სკრაბია: შეურიეთ ცოტა შხაპის გელი და გამოიყენეთ.