სამარხვო მაიონეზი
სამარხვო მაიონეზი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 1.5 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • მდოგვი - 2 ს.კ ან გემოვნებით
  • ზეთი - 4 ს.კ
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
  • მარილი
მომზადების წესები
ფქვილი გახსენით წყალში, ისე რომ კოშტები არ დარჩეს. გამუდმებული მორევით წამოადუღეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.  შემდეგ გააციეთ. 
ხელის ბლენდერით ათქვიფეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი და მარილი. შემდეგ თქვეფის შეუჩერებლად, კოვზით ამატეთ ფქვილის ნარევი. საბოლოოდ მიიღებთ გემრიელ, ნატურალურ სამარხვო მაიონეზს.
რაც უფრო სქელი მაიონეზი გსურთ, მით მეტხანს უნდა მოხარშოთ ფქვილი.  


ტეგები:
მაიონეზი ნანახია: 12496