ორივე სახის შოკოლადი წინასწარ გაადნეთ და გააგრილეთ. დარბილებული კარაქი მიქსერით კარგად გათქვიფეთ, სანამ თეთრი, ფუმფულა მასა გახდება. შეათქვიფეთ შაქარი და კაკაო, შემდეგ არაჟანი. დაამატეთ წყალი და განაგრძეთ თქვეფა კიდევ ერთი წუთი, მაღალ სიჩქარეზე. შემდეგ დაამატეთ გამდნარი შოკოლადი და კვლავ თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიღებთ. კრემი გამოყენებამდე ცოტა ხნით მაცივარში გააციეთ. კრემს აქვს აბრეშუმისმაგვარი ტექსტურა და ძალიან კომფორტული სამუშაოა. საკმარისია 1 საშუალო ზომის ტორტისთვის.