ჩეხური გულიაში ლუდით
ჩეხური გულიაში ლუდით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს კერძი უნგრული გულიაშის ჩეხური ინტერპრეტაცია გახლავთ. მას განსაკუთრებულ არომატს ლუდი და შავი პური სძენს. როგორც წესი, მას მოხარშულ კარტოფილთან ერთად მიირთმევენ.

ინგრედიენტები

  • პაპრიკა
  • ძირა - გემოვნებით
  • ნიორი - 1 კბილი
  • ღია ფერის ლუდი - 60 მლ
  • რუხი პური - 250-300 გ
  • ძროხის ხორცის ბულიონი - 1 ლ
  • ხახვი - 1 ცალი
  • ტომატ-პასტა - 70 გ
  • საქონლის ხორცი - 500 გ
  • თავშავა (ორეგანო)
  • წიწაკა
  • მარილი
მომზადების წესები
პური წყალში დავალბოთ, შემდეგ დოლბანდში გავწუროთ და საცერზე გავატაროთ.

ღრმა ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან შევბრაწოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და პაპრიკა.

შევურიოთ ტომატპასტა და ამოვურიოთ.

დავასხათ 30 მლ ლუდი და 5 წუთი ვშუშოთ.

შემდეგ დავასხათ 1 ლ ბულიონი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ.

როდესაც ბულიონი ადუღდება, ჩავუმატოთ პური, თავშავა და 1-1,5 საათის განმავლობაში თავმოხდილი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე გულიაშს დარჩენილი ლუდიც დაუმატოთ.

რჩევა
გულიაში შეგვიძლია მოვამზადოთ საქონლის ხორცისგანაც, ოღონდ ხორცი უფრო დიდხანს უნდა ვშუშოთ რათა დარბილდეს.

ტეგები:
ტომატ-პასტა გულიაში ხორცი ლუდი ნანახია: 23861