ქიშმიში გარეცხეთ, დაასხით კონიაკი და დატოვეთ რამდენიმე საათი. 80 მლ რძეს დაამატეთ საფუარი, 1-1 ს.კ შაქარი, ფქვილი და დადგით 15-20 წუთი. დანარჩენ რძეს დაამატეთ კარაქი და გაათბეთ, რათა კარაქი ჩადნეს. ცოტა შეაგრილეთ და დაამატეთ შაქარი, საფუვრიანი ნარევი, კვერცხი, სუნელები, ლიმონის წვენი და ცედრა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კოვზით შეურიეთ. ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის, რომ კოვზი "დგებოდეს" შიგნით, ამოღებისას კი ცომი არ ჩამოდიოდეს ლენტასავით (იხილეთ ფოტო). შეურიეთ ქიშმიშიც. ცომს თავზე გადააფარეთ და დადგით ასაფუებლად 5-6 საათი. შემდეგ გადაზილეთ და ზეთიანი ხელებით გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში. ფორმა შეავსეთ მხოლოდ 1/3-ზე. აცალეთ ხელახლა ამოფუვდეს და ფორმა შეავსოს, შემდეგ კი გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გამოდის 5-6 საშუალო ზომის კულიჩი.