ცომი გააბრტყელეთ მსუბუქად, გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილიდან გამოჭერით თევზის ფორმა, მეორედან კი ფარფლები, კუდი და თავი.კარაქში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი. დაამატეთ ბრინჯი და წვრილადფ დაჭრილი კვერცხი. აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დანაწევრებული თევზი. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.გადაიტანეთ გულსართი ცომზე. ზემოდან დაფარეთ გამოჭრილი ნაწილებით (იხილეთ ფოტო). გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-35 წუთი.*კონსერვის ნაცვლად შეგიძლიათ უმი თევზის ფილეს გამოყენება.