ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაამატეთ კეფირში გახსნილი სოდა და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ ფქვილი და კაკაო. მიღებული ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენი საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. გააცივეთ და გაჭერით სამ ფენად.კრემისთვის ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი. დაამატეთ ვანილი. წაუსვით კრემი ფენებს. კრემთან ერთად პირველ და მეორე ფენას დაამატეთ დაჭრილი ჩირიც. ზემოდან გააფორმეთ გამდნარი შოკოლადით და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით.