ბერძნული ბაქლავა - კიდევ ერთი გემრიელი ვერსია
ბერძნული ბაქლავა - კიდევ ერთი გემრიელი ვერსია
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ბაქლავა აღმოსავლურ სამზარეულოში გავრცელებული დესერტია. მისი მრავალნაირი ვერსია არსებობს. მათ შორის თურქულის ზეგავლენით შექმნილი  ბერძნული. 

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 200 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 1 კგ
  • ნიგოზი - 500 გ
  • თაფლი - გემოვნებით
  • ზეთი
მომზადების წესები

ათვიფეთ 2 კვერცხი, დაამატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი, ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი. შემდეგ გაყავით 5 ნაწილად.
ნიგოზი მოხალეთ, დაფქვით ბლენდერში, შეურიეთ შაქარი და 1 ათვეფილი კვერცხი. კარგად აურიეთ.
თხლად გააბრტყელეთ თითოეული ცომის გუნდა. ჩააფინეთ ერთი ფენა ცხიმწასმულ ტაფაში (სტანდარტული ზომის, რომელიც მოჰყვება ღუმელს). გადაუსვით თხლად ზეთი, მოაყარეთ გულსართი. შემდეგ გაიმეორეთ იგივე თანმიმდევრობით ცომისა და გულსართის ფენები. ბოლო მეხუთე ფენას წაუსვით ათვეფილი კვერცხი და  დაჭერით რომბებად. თითოეულ რომბს დაადეთ ნიგოზი ან თხილი.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება. შემდეგ მოასხით ცოტაოდენი  ოდნავ  გამთბარი თაფლი და შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.

ტეგები:
ნიგოზი თაფლი ბაქლავა ნანახია: 64242