ისპანახის ღვეზელი ლორით
ისპანახის ღვეზელი ლორით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ზეთი - 1-2 ს.კ
  • ქინძი - 1 კონა
  • ლორი - 100-150 გ
  • ხახვი - 2 ცალი
  • ისპანახი - 500 გ
  • ფენოვანი ცომი - 400 გ
  • პილპილი
  • კვერცხის გული+რძე გადასასმელად
მომზადების წესები
ისპანახი ნახევრად მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავჭრათ.

დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ლორი და განვაგრძოთ შუშვა.

2-3 წუთში შევურიოთ ისპანახი, ქინძი, სანელებლები და გავაგრილოთ.

გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი ორ ფენად გავაბრტყელოთ. 1 ფენა ჩავაფინოთ ფორმაში დაჩანგლით დავჩხვლიტოთ.

ცომზე მოვათავსოთ გულსართი და შემდეგ მეორე ფენა დავაფინოთ.

ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულში არეული არაჟანი და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში.

რჩევა

ამ ღვეზლისთვის შეგვიძლია საფუვრიანი ცომიც გამოვიყენოთ.