ხახვი დაჭერით ალყა-ალყად, დაალაგეთ ღუმელისთვის განკუნთვნილ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ქონდარი, მოასხურეთ ზეთი. ნიორს წააჭერით თავი მოაყარეთ მარილი და პილპილი, გაახვიეთ ფოლგაში, გვერდით მიუდეთ ხახვს. ხახვის გვერდითვე დადეთ ტკბილი წიწაკა და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე დარბილებამდე. შემდეგ ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას კანი და თესლი მოაშორეთ, დადაიტანეთ ბლენდერის თასში, დაამატეთ ხახვი და კონსერვირებული პამიდორი. ბლენდერის დახმარებით აქციეთ პიურედ, დაამატეთ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი და წამოადუღეთ. ბოლოდ დაამატეთ ხმელი ან ნედლი რეჰანი, მარილი, პილპილი.სანამ სუპი გამზადდება ღუმელში შებრაწეთ პურის ნაჭრები, რომელსაც წინასწარ ზემოდან ყველს დაადებთ.სუპი დაასხით შესაბამის ჭურჭელში და დაადეთ ზემოდან დაბრაწული პური.