ჟელე "რძიანი ყავა"
ჟელე "რძიანი ყავა"
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ყავა - 500 გ
  • რძე - 500 გ
  • ჟელატინი - 20 გ
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
ჟელატინი დაალბეთ ცივ  წყალში30 წთ , შემდეგ გადაღვარეთ ზედმეტი და ჟელატინი გაადნეთ.
ყავაში გახსენით შაქარი და დაამატეთ ჟელატინის ნახევარი.
რძე გაათბეთ, დაამატეთ შაქარი და დარჩენილი ჟელატინი.
ჭიქაში ჩაასხით ყავა 1-2 სმ სიმაღლეზე და შედგით საყინულეში რამდენიმე წუთი რომ სწრაფად გამაგრდეს. შემდეგ იგივე რაოდენობის რძე დაასხით და კვლავ საყინულეში ცოტა ხნით. ასე გაიმეორეთ ფენები, სანამ ჭიქები შეივსება. 
საყინულეში არ დატოვოთ, ბოლო ფენის დასხმის შემდეგ მაცივარში გადაიტანეთ საბოლოო მომზადებამდე.
ტეგები:
რძე ყავა ჟელე ნანახია: 15221