კარაქი, შაქარი და 1 ს.კ ფქვილი ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ კვერცხები სათითაოდ, თან კარგად თქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი სოდასთან ერთად. დაამატეთ ვანილი. გადაიტანეთ ცომი ქაღალდჩაფენილ ფორმაში და ზემოდან დაფარეთ კურკაგამოცლილი ალუბლებით. შემდეგ მოაყარეთ ნუში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.