თაფლის ტორტი "მედოკი" კარაქის გარეშე
თაფლის ტორტი "მედოკი" კარაქის გარეშე
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • თაფლი - 3 ს.კ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
კრემი:
  • არაჟანი - 500 გ
  • შაქარი - 120 გ
  • შოკოლადი
მომზადების წესები
მომინანქრებულ ჭურჭელში ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და თაფლი. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომმასა გათხელდეს და შაქარი ბოლომდე გადნეს. შემდეგ დაამატეთ სოდა და კვლავ ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ფქვილი. საბოლოოდ ცომი ცოტა წებოვანია, მაგრამ ბევრ ფქვილს ნუ დაამატებთ.
იმის მიხედვით, თუ რა ზომის ტორტი გსურთ, გაყავით ცომი თანაბარ გუნდებად და ძალიან თხლად გააბრტყელეთ. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხეთ 220 გრადუსზე 5-7 წუთი. ცხელსვე ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.  გამომცხვარი ფირფიტები ცალ-ცალკე დაალაგეთ და არა ერთმანეთზე.

არაჟანი და  შაქარი ათქვიფეთ ერთად. გაცივებულ ფირფიტებს მოაცილეთ ზედმეტი ფქვილი და წაუსვით კრემი. დაალაგეთ ერთმანეთზე. კრემი წაუსვით გვერდებზეც და მოაფრქვიეთ ჩამოჭრილი ნაპირების ნაფხვენები, ზემოდან კი გამდნარი შოკოლადით გააფორმეთ.
ტორტი შედგით მაცივარში 1 ღამით.
ტეგები:
ნამცხვარი არაჟანი თაფლი ნანახია: 96588