ჩირბული, უგემრიელესი საუზმე
ჩირბული, უგემრიელესი საუზმე
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3
  • პამიდორი - 3
  • ხახვი - 1 თავი
  • კარაქი
  • მარილი და პილპილი
  • რეჰანი
  • ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესები
ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ კარაქში. პამიდორს გადააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ხახვს. შუშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ცოტა შესქელდება და ზედმეტ სითხეს დაიშრობს.  დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და მოურიეთ. შემდეგ ჩაახალეთ კვერცხები. დააფარეთ თავზე და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი, სანამ ცილა მომზადდება. ბოლოს მოაყარეთ რეჰანი ან ოხრახუში.