ფქვილი, 1 კვერცხი, კარაქი, წყალი და მარილი კომბაინში ან ხელით კარგად აურიეთ და მიღებული ფხვიერი ცომი გაანაწილეთ 22-24 სმ დიამეტრის ფორმის ძირზე და გვერდებზე. დაჩხვლიტეთ და შედეთ მაცივარში. დაჭრილი სოკო და ხახვი მოშუშეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი. გადაიტანეთ ფორმაში და გაანაწიელთ ცომის ძირზე. დაამატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი. გახეხილი ყველი შეურიეთ ნაღებს და ათქვეფილ კვერცხს. დაამატეთ მარილი და პილპილი. მოასხით ეს სოუსი კიშს, დაამატეთ შაზე გაჭრილი პომიდორი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი