ბრაუნი ნიგვზით და ალუბლით
ბრაუნი ნიგვზით და ალუბლით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 150 გ
  • შაქარი - 150 გ
  • შოკოლადი - 150 გ
  • ფქვილი - 100 გ
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 100 გ
  • კვერცხი - 2
  • ნიგოზი - 50 გ
მომზადების წესები
კარაქი და შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ.  ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაამატეთ შოკოლადი და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ მწიკვი მარილი და ფქვილი. მიღებულ ცომს შეურიეთ ნიგოზი და ალუბალი.
საშუალო ზომის ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაფრქვიეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი. ბრაუნი ბოლომდე არ უნდა გამოშრეს.
გააციეთ ფორმაშივე, შემდეგ ამოიღეთ ან შიგნითვე დაჭერით. ზემოდან შეგიძლიათ კაკაო მოაყაროთ.