ღუმელში მომზადებული რაგუ
ღუმელში მომზადებული რაგუ
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 700 გ
  • ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 2 თავი
  • კარტოფილი - 5 ცალი
  • სტაფილო - 3 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • წითელი ღვინო - 100 გ
  • ტომატ-პასტა - 2 ს.კ
  • სასურველი სუნელები
მომზადების წესები

ხორცი დაჭერთ კუბებად და დაბრაწეთ ტაფაზე, ცხელ ზეთში.
ხორცი ცალკე გადაიღეთ და იმავე ტაფაზე მოშუშეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ნიორთან ერთად.
მსხვილად დაჭერით კარტოფილი და სტაფილო.  ყველაფერი ერთად მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით ღვინო, ტომატი,  მოაყარეთ მარილი, პილპილი, სასურველი სუნელები და დაასხიტ იმდენი წყალი ან ბულიონი, რომ ბოსტნეული და ხორცი ოდნავ დაფაროს. შედგიტ ღუმელში 150-160 გრადუსზე 2 საათი, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება.

ტეგები:
ხორცი ბოსტნეული ღვინო ნანახია: 5717