კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი და რძე. შემდეგ ვანილი, ფქვილი და სოდა. აურიეთ, გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი. კექსი ბოლომდე გააცივეთ.ოთხივე პაკეტი ჟელე გახსენით წყალში ინსტრუქციის მიხედვით, მაგრამ წყალი ყველა მათგანზე 100 მლ-ით ნაკლები აიღეთ. გააცივეთ ჟელე ოთახის ტემოერატურაზე. ფორმაში, რომელშიც კექსი გამოცხვა, გარეცხვისა და გამშრალების შემდეგ ჩაასხით ჟელეს ნაწილი, დაამატეთ ხილი და შედგით მაცივარში გასაციებლად. გამაგრების შემდეგ, ზემოდან ფორმაშივე დაადეთ კექსი და დაასხით დარჩენილი ჟელე. შეაბრუნეთ მაცივარში მთელი ღამით.