დაბეგვილი ხორცი კარტოფილის ღრუბლით
დაბეგვილი ხორცი კარტოფილის ღრუბლით
დრო 50წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი


ინგრედიენტები

  • მარილი
  • ქობდარი
  • ნიორი, დანაყილი ან დაჭრილი - 1 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • ლიმონის წვენი
  • კარაქი - 1 ს.კ
  • კარტოფილი - 300 გ
  • ღორის ხორცი - 500 გ
  • პილპილი
  • მჟავე კომბოსტო - გარნირად
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავბეგვოთ.

წავუსვათ ერთმანეთში არეული ქონდარი, მარილი, წიწაკა და ნიორი.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ხორცის ნაჭრები.

კარტოფილი მოვხარშოთ, დავჭყლიტოთ, შევაზილოთ კარაქი და კვერცხი.

ხორცის ნაჭრები ჩავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, ზემოდან საკონდიტრო ტომრის საშუალებით მოვათავსოთ კარტოფილის პიურე.

ხორცი შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. როდესაც კარტოფილის პიურე ზემოდან მოიბრაწება, კერძი მზადაა. ხორცი სუფრაზე მჟავე კომბოსტოს სალათასთან ერთად მივიტანოთ.

ამ კერძისთვის შეგვიძლია მოვამზადოთ არა მხოლოდ კარტოფილის, არამედ მწვანე ბარდის ან სტაფილოს პიურეც.
ტეგები:
კარტოფილი ხორცი ღორის ხორცი ნანახია: 17952