კვერცხის გულები და შაქარი ათქვიფეთ კარგად. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მიღებულ ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და ცელოფანში გახვეული შეინახეთ მაცივარში. "ძეხვის" დიამეტრი უნდა იყოს იმ ზომის, რამხელა ნამცხვრების დამზადებაც გსურთ. 30 წუთის შემდეგ დაჭერით ცომი თხელ ფირფიტებად, დალაგეთ ტაფაზე და გამოაცხვეთ 10-12 წუთი 180 გრადუსზე.ცილა, ვანილი და შაქარი შეურიეთ ერთმანეთს. დადგით თასი მდუღარე წლის აბაზანაზე და კარგად ათქვიფეთ, სანამ პრიალა, მკვრივ მასას არ მიიღებთ. შემდეგ გადმოდგით და კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ, სანამ არ გაგრილდება. თუ ფერადი კრემი გსურთ, დაამატეთ საღებავი.ნამცხვრებს ცენტრში კოვზით დაადეთ მომჟავო არომატის ჟემი, ზემიდან კი დაფარეთ კრემით.