უგემრიელესი ოსტრი
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ოსტრი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. ამ კერძის მომზადებისას აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ხორცი. 

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 1 კგ
  • ხახვი - 3 თავი
  • პამიდორი - 600 გ
  • ნიორი - 5 კბილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები

იხილეთ ოსტრის მომზადების წესი:

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.

გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ოსტრის ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.



ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამასობაში, პომიდორს გააცალეთ კანი და  დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ, ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ.

როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია,  გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

ოსტრი მზად არის!