გასუფთავებულ გულღვიძლს დაამატეთ სუნელები და კარგად აურიეთ.მოათავსეთ ზეთმოსხმულ კეცზე და შემოდგით დაბალ ცეცხლზე რომ კარგად ჩაიხარშოს.წყალი აორთქლებას რომ დაიწყებს დააყარეთ დაჭრილი ხახვი (ცოტა შეინახეთ ბოლოს გასაფორმებლად).ხახვი რომ ჩაიშუშება კეცი შედგით ღუმელში და მაღალ ტემპერატურაზე.ზევიდან რომ შეიფერება და მოიბრაწება კერძი მზად არის.მოაყარეთ კოწახური გააფორმეთ ხახვით და ცხლად გაიტანეთ სუფრასთან.