ქათმის გულღვიძლი კეცზე
ქათმის გულღვიძლი კეცზე
დრო 0წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი - 500 გ
  • კოწახური - 1 ჩ.კ
  • უცხო სუნელი - 1/2 ჩ.კ
  • დაფქული ქინძი - 1/2 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 2 თავი
მომზადების წესები
გასუფთავებულ გულღვიძლს დაამატეთ სუნელები და კარგად აურიეთ.
მოათავსეთ ზეთმოსხმულ კეცზე და შემოდგით დაბალ ცეცხლზე რომ კარგად ჩაიხარშოს.
წყალი აორთქლებას რომ დაიწყებს დააყარეთ დაჭრილი ხახვი (ცოტა შეინახეთ ბოლოს გასაფორმებლად).
ხახვი რომ ჩაიშუშება კეცი შედგით ღუმელში და მაღალ ტემპერატურაზე.
ზევიდან რომ შეიფერება და მოიბრაწება კერძი მზად არის.
მოაყარეთ კოწახური გააფორმეთ ხახვით და ცხლად გაიტანეთ სუფრასთან.
ტეგები:
ღვიძლი ნანახია: 41027