შეარჩიეთ მრგვალი და მწებავი ბრინჯი. არ გამოდგება ბასმატის ჯიშის (გრძელი, ფანტია) ბრინჯი. ყველი მოცარელა და ფეტა მოიმარაგეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი და ჩაამატეთ ცოტა მარილი; შედგით საშუალო ცეცხლზე, როცა ადუღდება გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ მოსახარშად. როცა ბრინჯი კარგად მოიხარშება, ფქვილის ჩამატების დროა. გაითვალისწინეთ, რომ წყლის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს; ხის კოვზით ან ხის სპეციალური ჯოხით შეუწყვეტლივ ურიეთ ბრინჯს, თან მეორე ხელით ფქვილი ყარეთ პატარა ულუფებად. როცა ისეთ სისქე იქნება, რომ კოვზი თავისუფლად დადგება თავისით რამდენიმე წამი – ნიშნავს, რომ საკმარისი ფქვილი აქვს და ეხლა საჭიროა მისი მოშუშვა. ამისათვის ძალიან დაბალ ცეცხლზე დატოვეთ, თავდახურულ მდგომარეობაში, 30-40 წუთი. რადგან ღომის თეფშებზე ამოღება ხდება სუფრაზე მიტანის წინ, ამიტომ წინასწარ უნდა გათვალოთ სადილობისა და ღომის მომზადების დაწყების დრო; როგორც წესი, ღომს დებენ პატრა თეფშებზე, სულგუნის ან იმერული ყველის ნაჭრებით.. უცხოეთში ეს მოცარელათი და ფეტათი ჩაანაცვლეთ. ელარჯი: თუ ელარჯის მომზადებას გადაწყვეტთ, ღომს ჯერ ჩააყარეთ პატარა კუბებად დაჭრილი მარილიანი ფეტა, კარგად მოურიეთ, ჩაამატეთ დაჭრილი მოცარელა და კიდევ მოურიეთ, როცა ორივე სახეობა ყველი ჩადნობას დაიწყებს ჩააყარეთ დახეხილი მოცარელა, მოურიეთ და მაშინვე გადმოიღეთ ფიალებში. ამ ინგრედიენტებით მომზადებულ ღომს დასჭირდება 400 გრ ფეტა და 200 გრამი დაჭრილი მოცარელა, და 400 გრ გახეხილი მოცარელა.