ღუმელში შემწვარი ხორცი
დრო 600წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოიოს სოუსი - 1-2 ს.კ
  • ზეთი - 1/2 ჭ
  • ლიმონის წვენი - 1/2 ჭ
  • მწვანე წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი - 6 კბილი
  • ღორის ხორცი - 1 კგ
  • მარილი
მომზადების წესები

ნიორთან ერთად დავნაყოთ მარილი და წიწაკა.

ხორცის ნაჭერი დავჩხვლიტოთ. კარგად შევაზილოთ დანაყილი ინგრედიენტები. დაჩხვლეტილ ადგილებში ჩავტენოთ ნივრისა და წიწაკის ნარევი.

დავასხათ სოიის სოუსის, ლიმონის წვენისა და ზეთის ნარევი. 6-8 საათი გავაჩეროთ, რომ გაუჯდეს.

ხორცის ნაჭერს კიდევ მოვაყაროთ მარილი. პერგამენტის ქაღალდს წავუსვათ დამარინადებული ხორცის წვენი, ზედ მოვათავსოთ ხორცის ნაჭერი და 2-3 პირად შევახვიოთ.

250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ბოლო თაროზე შევდგათ წყლით სავსე თუნუქის ფურცელი, შუა თაროზე კი შემწვარი ხორცი და დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში შევწვათ. თუ თუნუქის ფურცელზე წყალი ამოშრა, ჩავუმატოთ.

ხორცს მოვაცალოთ ქაღალდი. თუ ჯერ კიდევ აკლია დარბილება, კვლავ შევახვიოთ და 10 წუთით კიდევ დავაბრუნოთ ღუმელში. თუ ხორცი მზადაა, წყლიანი თუნუქის ფურცელი გამოვიღოთ, ხორცი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გახურებულ ღუმელში შევდგათ, რომ დაიბრაწოს.